რუისი–აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება
რუისი–აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება
12 აგვ, 2014 00:00:00

E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 19 კილომეტრია და მონაკვეთის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს 11 კმ-იან მონაკვეთზე  გზის არსებული მიმართულების შენარჩუნებას I კატეგორიის გზის პარამეტრების მისაღებად საჭირო გაუმჯობესებით, მომდევნო 8 კმ-იან მონაკვეთზე კი აგარის შემოვლითი ახალი მიმართულების გზის მშენებლობას.

პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარს შეადგენს და დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% კი ადგილობრივია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლების მცხოვრები მოსახლეობაა. ჯგუფები 24 საათის განმავლობაში, 2 ცვლაში მუშაობენ.

გზის საფუძვლის მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, უკვე აშენდა 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი, 6 მიწისქვეშა სამეურნეო გასასვლელი და 3 სახიდე გადასასვლელი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგების, 4 ხიდისა და 5 გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები.

აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 7 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელთა მშენებლობა-რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება, რაც ავტომობილის გადაადგილებას სწრაფს და უსაფრთხოს გახდის.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: