საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Noname
Noname
08 აგვ, 2014 18:23:00

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136–კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის 146-ე კმ-ში მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივად, ჩუმათელეთი-ხევის ან ხევი-ჩუმათელეთის მიმართულებით.  

აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება და მოძრაობის მიმართულების გადართვა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: