საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Noname
Noname
14 ივლ, 2014 11:55:00

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დარიალის ხეობაში დილიდან, გეოლოგიური სამსახურების მიერ პროცესებზე დაკვირვება მიმდინარეობდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება საფრთხეს არ წარმოადგენს და მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

გუშინ, დევდორაკის ხეობაში,  მთელი დღის განმავლობაში  უხვი ნალექი ფიქსირდებოდა, რამაც მდინარეებში  წყლის დონის მატება გამოიწვია.  აღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 134–ე კილომეტრზე   ლარსისა და  ყაზბეგის მიმართულებით შეიქმნა საპატრულო პოლიციის საგუშაგოები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, ავტომანქანების გატარებას მორიგეობით ახდენდნენ. 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: