საავტომობილო გზების დეპარტამენტი
აჭარის რეგიონულ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის რეგიონულ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
23 ივნ, 2014 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილმა ბათუმის რეგიონულ ოფისში შეხვედრა გამართეს. მათ, შეხვედრაზე აჭარის რეგიონში მიმდინარე საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოების ანგარიში დირექციის ხელმძღვანელებისგან ჩაიბარეს და ობიექტებზე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელეს.

ამ დროისათვის, აჭარის რეგიონში საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი II მშენებლობას ახორციელებს, რომელიც 2016 წელს დასრულდება. რეგიონში სენაკი–ფოთი სარფი კმ117–კმ119 მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდა და  4  სხვადასხვა გზის რეაბილიტაცია ხორციელდება, კერძოდ: ბათუმი (ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 47–ე კმ–ზე მდ. წონიარისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის კმ69–კმ77 პერიოდული შეკეთების სამუშაოები, ბათუმი (ანგისა)–ახალციხის ბათუმი–ხულოს მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ზომლეთი–ხიხაძირის საავტომობილო გზის კმ5–კმ11 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების  დასრულება ზაფხულში იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: