ზემო ოსიაური - არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდება
ზემო ოსიაური - არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდება
18 ივნ, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კორეულ კომპანია „პინგვა ინჯინეარინგ კონსალთენს“-თან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის  (EWHIP-4) ფარგლებში დაიდო და მის თანახმად ზემო ოსიაური-არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური  დასაბუთება და  ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის დეტალური საინჟინრო პროექტი მომზადდება.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მოიცავს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დამაკავშირებელი, ზემო ოსიაური-არგვეთას მონაკვეთის ახალი მიმართულების განსაზღვრას.

ხელშეკრულების ვადაა 10 თვე და ორი კვირა, ღირებულება კი 2 120 342 აშშ დოლარსა და 3 449 057 ლარს შეადგენს. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: