საავტომობილო გზების დეპარტამენტი
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
16 ივნ, 2014 00:00:00

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მწყერსაშიში ზონა ამ ეტაპისთვის შემოფარგლულია და მიმდინარეობს პრევენციული სამუშაოები, რაც მოიცავს მთის ფერდობის გაწმენდას მსხვილი ქვებისა და გადმოწოლილი ხეებისაგან. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე  შეზღუდვები 3-5 წუთით წესდება. გაწმენდით სამუშაოებს ალპინისტთა ჯგუფი აწარმოებს, რომელიც გზის მოვლა-შენახვის კონტრაქტორი კომპანიის მიერ არის დაქირავებული.

მთის ფერდის გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები ხვალ სრულად დასრულდება.

146-ე კილომეტრზე  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  ხორციელდება   საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

დამატებითი სამუშაოების აუცილებლობის შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი შესაბამის ღონისძიებებს კვლავ განახორციელებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: