დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება
დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება
16 ივნ, 2014 00:00:00
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის დარიალის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება. დროებითი გზის მოვლა–შენახვის სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად აწარმოებენ.
აღნიშნული გზის 134-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში, დროებითი გზა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 14 ივნისს გახსნა.
ინტერაქტიული რუკა