საავტომობილო გზების დეპარტამენტი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს
11 ივნ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებენ. ამჯერად, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე ქ. ქუთაისის შესასვლელთან, ნახშირღელე-ჭოგნარის 4.8 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის კმ218-კმ223  საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში,  4.8 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ორ ფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მდ.ჭიშურაზე არსებულ ხიდს და ხელოვნურ ნაგებობებს, განხორციელდა გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები. ამ დროისათვის, მიმდინარეობს მიერთებების, საგზაო ნიშნების მოწყობის, გზის სავალი ნაწილის მონიშვნისა  და გზის შემოფრაგვლის სამუშაოები. პროექტის  ღირებულება 2 340 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი შპს.“ტ და გ“ ასრულებს.

აღნიშნული მონაკვეთი გაივლის სოფლებს: ნახშირღელე, ბროლისქედი, ჭოგნარი და სრულდება ქალაქ  ქუთაისის შესასვლელთან. რეაბილიტირებული გზის შედეგად, შეასძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდა და მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: