თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
02 მაი, 2014 00:00:00

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 12.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შპს  „გზამშენი 4“  ასრულებს, რომლის ღირებულება  4.169.9 ათას ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქ. თბილისში იწყება  და  დაბა თიანეთში მთავრდება, საავტომობილო გზა  სოფელ ხევსურთსოფელს (39-ე კმ.) გაივლის და დამთავრდება სოფელ ველთან (51-ე კმ.)

პროექტის ფარგლებში,  გზის სავალი ნაწილის მიწის ვაკისის მოწყობისა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები ხორციელდება.  ამ ეტაპზე,  ხრეშოვანი გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც  მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, განხორციელდება ახალი საორიენტაციო ბოძების, გზის მონიშნვნის და შემზღუდავი საგზაო ნიშნების სამონტაჟო სამუშაოები.

თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად  საავტომობილო გზაზე გადაადგილება გახდება კომფორტული, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუმჯობესდება და მგზავრობის დრო შემცირდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: