ტენდერები

საქართველო

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი

სესხი: 3520-GEO

დავალების სახელწოდება: შერჩევა: კონსულტანტი  გ - გარემოს დაცვის ადგილობრივი სპეციალისტი - სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტებისათვის (PBM) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

BBRP/CS/ICS-10

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო დაფინანსება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყოდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს პროექტის წამყვან დამფინანსებელ პარტნიორს და ახორციელებს მის ადმინისტრირებას არსებული თანა-დამფინანსებლის სახელითაც. თანადამფინანსებლის (AIIB) წესდება ითვალისწინებს უნივერსალურ შესყიდვას და მასზე არ ვრცელდება შეზღუდვა მონაწილეთა ეროვნების მიხედვით. თუმცა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, თავი VII -ით გათვალისწინებული, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის ფირმები, რომელთა ქვეყანაშიც შემსყიდველის ქვეყნიდან აკრძალულია საქონლის იმპორტი, ან სამუშაოსა და მომსახურების კონტრაქტის გაფორმება ან პირთა მიმართ გადახდების განხორციელება აღნიშნული ქვეყნიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: კონსულტანტი  გ - გარემოს დაცვის ადგილობრივი სპეციალისტი - სატენდერო დოკიმენტაციის მომზადება შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტებისათვის (PBM) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 6 თვე.

შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის  შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად Guidelines on The Use of Consultants by Asian Development Bank and Its Borrowers, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://www.adb.org/documents/guidelines-use-consultants-asian-development-bank-and-its-borrowers

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=155798 მეშვეობით, არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრისა.   

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: