ტენდერები

საქართველო

ქვეშეთი-კობის გზის პროექტი

კრედიტის/სესხის ნომერი: არ არის განსაზღვრული

დავალების სახელწოდება: პროექტის მართვა და კონტრაქტის ზედამხედველობა

#KKRP/CS/QCBS-01

საქართველო აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან მიიღებს დაფინანსებას ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განხორციელებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყოდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: პროექტის მართვა და კონტრაქტის ზედამხედველობა

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 72 თვე.

შერჩევა განხორციელდება ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად Procurement Regulations for ADB Borrowers (რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://www.adb.org/sites/default/files/procurement-regulations-adb-borrowers.pdf).

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის https://uxdmz06.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=144057  საშუალებით არაუგვიანეს 24 ივლისი 2018 წელი.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: