საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

სატენდერო მოწვევის დანართი, რომელიც გამოქვეყნდა 2018 წლის 13 თებერვალს

თარიღი: 20 მარტი, 2018

სესხის ნომერი და სახელწოდება: 3524-GEO: შიდასახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესების პროექტი

კონტრაქტის ნომერი და სახელწოდება: SRIP/CW/ICB-02: ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმეთელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის მოლითი-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია კმ24+620-კმ 50+244

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 13 აპრილი, 2018, 16:00 სთ (ადგილობრივი დროით)

1.საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესების პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთქმული კონტრაქტის ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (,,დამკვეთი“) გიწვევთ, წარმოადგინოთ დალუქული სატენდერო წინადადება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმეთელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის მოლითი-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის კმ24+620-კმ 50+244 რეაბილიტაციისათვის. მშენებლობის პერიოდი შეადგენს ოცდაათ (30) თვეს. 

3. საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ-კონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად და მასში მონაწილების მიღება შეუძლია ყველა პრეტენდენტს, აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან.

4. უფლებამოსილი მონაწილეები, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს/კრიტერიუმებს (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები დაზუსტებულია სატენდერო დოკუმენტაციაში):

მიმდინარე სასამართლო დავა: ყველა მიმდინარე სასამართლო დავა ჩაითვლება გადაწყვეტილად პრეტენდენტის წინააღმდეგ. ზემოხსენებული დავების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მონაწილის წმინდა კაპიტალის ორმოცდაათ (50) პროცენტს, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს განსხვავებას მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის. 

ფინანსური მდგომარეობა:

. მონაწილის წმინდა კაპიტალი ბოლო წლისათვის უნდა იყოს დადებითი, რაც გამოანგარიშებული იქნება სხვაობით მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის.

. მონაწილის მინიმალური ყოველწლიური საშუალო სამშენებლო ბრუნვა ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 23, 000,000 (ოცდასამ მილიონ აშშ დოლარს), რაც დაანგარიშდება მთლიანი სერტიფიცირებული გადახდებიდან მიმდინარე და დასრულებული კონტრაქტების ფარგლებში.  

. მონაწილემ უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები - არანაკლებ 2,900,000 (ორი მილიონ ცხრაასი ათასი) აშშ დოლარისა 

მშენებლობის გამოცდილება:

ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, მონაწილეობა მინიმუმ ერთ (1) კონტრაქტში, რომელიც მოცემულ შემოთავაზებულ სამუშაოთა მსგავსია და წარმატებით ან არსებითად განხორციელდა. აღნიშნულ მსგავს კონტრაქტში  მონაწილის წილი უნდა აღემატებოდეს 23, 000, 000 (ოცდასამ მილიონ) ამერიკულ დოლარს.  მონაწილის მიერ განხორციელებული მსგავსი სამუშაო შეფასდება სამუშაოთა ზომის, სამუშაოთა ბუნების, სირთულის, მეთოდების, ტექნოლოგიის და სხვა მახასიათებლების მიხედვით, რომლებიც მოცემულია დამკვეთის მოთხოვნებში.

მშენებლობის გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:

მშენებლობის მინიმალური გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:

. ერთი წლის განმავლობაში არანაკლებ 10კმ სიგრძის, ასფალტ-ბეტონის საფარის მქონე ორზოლიანი  გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია

. ხიდების მშენებლობის გამოცდილება, აღნიშნული ხიდების მთლიანი ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 000 მ-ს წელიწადში;

5. დამატებითი ინფორმაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, გთხოვთ მოგვმართოთ::

ბატონი ნუგზარ გასვიანი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,. 0160 თბილსი, საქართველო

ტელ: (+995 32) 2 37 05 08 შიდა:311

ფაქსი: (+995 32) 2 37 66 03

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

6. სატენდერო დოკუმენტაციის შესაძენად ინგლისურ ენაზე, მონაწილეებმა უნდა განახორციელონ შემდეგი:

. წარმოადგინონ წერილობითი მოთხოვნა სატენდერო დოკუმენტაცის მისაღებად ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმეთელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის მოლითი-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის კმ24+620-კმ 50+244

 . გადაიხადონ მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტი აშშ დოლარში, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას, შემდეგ ანგარიშზე:

 

ლარში ანგარიშსწორებისთვის:

Name of the recipient: Treasury Account

Treasury account No. 200 122 900

Recipient Bank: State Treasury

Bank Code: TRESGE22

Old Code of the Bank (220 101 222)

Budget Income Treasure Code: 302 007 800

International Currency: No 001 189 362

 

დოლარში ანგარიშსწორებისთვის:

Intermediary: 

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA           

SWIFT CODE: FRNYUS33

Receiving agent:

ACC.NO: 0D 

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

Beneficiary’s bank:  NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: Roads Department of the Ministry of Regional Development of Georgia

IBAN: GE65NB0331100001150207

Payment Designation: Tender fee for the Roads Department for the Construction of Batumi Bypass Road, Section km -1+000 – 13+325.

 

7. გთხოვთ თქვენი სატენდერო წინადადება წარმოადგინოთ:

 . შემდეგ მისამართზე;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ალ. ყაზბეგის 12

სართული/ოთახის ნომერი: მე-4 სართული, კანცელარია

ქალაქი: 0160 თბილისი

ქვეყანა: საქართველო

. არაუგვიანეს 2018 წლის 13 აპრილისა 16:00 სთ (ადგილობრივი დროით) 

 . სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიასთან ერთად.

 

სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნება 2018 წლის 13 აპრილს 16:30 სთ- ზე ადგილობრივი დროით, მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემდეგ მისამართზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,.

სართული/ოთახის ნომერი: მე-3 სართული, საკონფერენციო დარბაზი

ქალაქი: 0160 თბილისი

ქვეყანა: საქართველო

აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი სატენდერო მოწვევის არა-ოფიციალურ თარგმანს. შესაბამისად, უზუსტობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სატენდერო მოწვევის ინგლისურ ვერსიას. 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: