ტენდერები

საქართველო

საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა

კრედიტის/სესხის No: 2560-GEO, ტრანში 1

დავალების სახელწოდება: საზოგადოებასთან ურთიერთობის ადგილობრივი სპეციალისტი

კონტრაქტი:  RCIP/CS/ICS-14

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღო დაფინანსება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყოდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: საზოგადოებასთან ურთიერთობის ადგილობრივი სპეციალისტი.

დავალების ხანგრძლივობაა 12 თვე.

შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად Guidelines on The Use of Consultants by Asian Development Bank and Its Borrowers, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://www.adb.org/documents/guidelines-use-consultants-asian-development-bank-and-its-borrowers

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის საშუალებით https://uxdmz06.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=140436 არაუგვიანეს 2018 წლის 24 იანვრისა.  

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: