ტენდერები

საქართველო

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი

კრედიტის/სესხის No: 3520-GEO

დავალების სახელწოდება: გარე მონიტორინგის ადგილობრივი კონსულტანტი

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო დაფინანსება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყოდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: გარე მონიტორინგის ადგილობრივი კონსულტანტი.

კონსულტანტის მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოცემულია აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდზე:

https://uxdmz06.adb.org/OA_HTML/OA.jsp?OAFunc=XXCRS_CSRN_PROFILE_PAGE&selNo=137938 

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 12 თვე.

შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად Guidelines on The Use of Consultants by Asian Development Bank and Its Borrowers, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://www.adb.org/documents/guidelines-use-consultants-asian-development-bank-and-its-borrowers

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის: https://uxdmz06.adb.org/OA_HTML/OA.jsp?OAFunc=XXCRS_CSRN_PROFILE_PAGE&selNo=137938 

ან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@georoad.ge მეშვეობით, არაუგვიანეს 2017 წლის 18 ოქტომბრისა.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: