ტენდერები

თარიღი:

16 აგვისტო, 2017

სესხი #. და სახელწოდება:

3524-GEO შიდა-სახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესების პროექტი

კონტრაქტი #. და სახელწოდება:

SRIP/CW/NCB-01: ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია, ძირულა-მოლითის გზის მონაკვეთი 0+000 კმ-დან 24+620 კმ-მდე.

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა:

27 სექტემბერი, 2017, 16:00 სთ (ადგილობრივი დროით)


1. საქართველომ აზიის განვითარების ბანკს მიმართა დაფინანსების მისაღებად  შიდასახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესების პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთქმული კონტრაქტის განსახორციელებლად. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის  წევრი ქვეყნებიდან.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (,,დამკვეთი“) გიწვევთ, წარმოადგინოთ დალუქული სატენდერო წინადადება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაციაზე, ძირულა-მოლითი გზის მონაკვეთი 0+000 კმ-დან 24+620კმ.   მშენებლობის პერიოდი შეადგენს 24 თვეს.

3. საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ კონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად და მასში მონაწილების მიღება შეუძლია ყველა პრეტენდენტს, აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან.

4. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ პრეტენდენტები აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვყნებიდან, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 

მიმდინარე დავები - ყველა მიმდინარე სასამართლო პროცესი / არბიტრაჟი  ჩაითვლება ტენდერის მონაწილის წინააღმდეგ გადაწყვეტილად, რის შედეგადაც მიღებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის წმინდა კაპიტალის 50%-ს.

ფინანსური მდგომარეობა: მონაწილის წმინდა კაპიტალი (რომელიც დაითვლება როგორც სხვაობა ჯამურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის) უკანასკნელი წლისთვის უნდა იყოს დადებითი.

მისი ყოველწლიური საშუალო სამშენებლო ბრუნვა ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 მილიონ დოლარს.

მონაწილემ უნდა დაადასტუროს რომ მას აქვს ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები - არანაკლებ 5 მილიონი დოლარისა. 

სამშენებლო გამოცდილება:

ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, მონაწილეობა როგორც კონტრაქტორი, ქვე-კონტრაქტორი ან მმართველი კონტრაქტორი მინიმუმ ორ (2) კონტრაქტში, რომელიც მოცემულ შემოთავაზებულ სამუშაოთა მსგავსია. აღნიშნული მსგავსი კონტრაქტში, პრეტენდენტის მონაწილეობა (პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება) უნდა აღემატებოდეს 21 მილიონ დოლარს და კონტრაქტი

უნდა იყოს წარმატებით ან არსებითად დასრულებული.

მშენებლობის გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:

ერთი წლის განმავლობაში, ასფალტ-ბეტონის საფარიანი, მინიმუმ 10კმ სიგრძის ორ-ზოლიანი გზის მშენებლობა/რეაბილიტაციის გამოცდილება.

ერთი წლის განმავლობაში, საავტომობილო ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაციის გამოცდილება არანაკლებ 2,000მ2 ხიდის საფარის ფართობით.

5. დამატებითი ინფორმაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, გთხოვთ მოგვმართოთ::

ბატონი ზაზა სიმონია

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,. 0160 თბილსი, საქართველო

ტელ: (+995 32) 37 05 08 შიდა:311

ფაქსი: (+995 32) 37 66 03

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

6 სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურენოვანი ელექტრონული ვერსიის შესაძენად, მონაწილეებმა უნდა:

ა) წარმოადგინონ წერილობითი მოთხოვნა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახემწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია, ძირულა-მოლითი გზის მონაკვეთი 0+000 კმ-დან 24+620 კმ-მდე სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად;

ბ) გადაიხადონ მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტი აშშ დოლარში, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას, შემდეგ ანგარიშზე::

ლარში ანგარიშსწორებისთვის:

Name of the recipient: Treasury Account

Treasury account No. 200 122 900

Recipient Bank: State Treasury

Bank Code: TRESGE22

Old Code of the Bank (220 101 222)

Budget Income Treasure Code: 302 007 800

International Currency: No 001 189 362

დოლარში ანგარიშსწორებისთვის:

Intermediary: 

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA           

SWIFT CODE: FRNYUS33

Receiving agent:

ACC.NO: 0D 

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

Beneficiary’s bank:  NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: Roads Department of the Ministry of Regional Development of Georgia

IBAN: GE65NB0331100001150207

Payment Designation: Tender fee for the Roads Department for the Dzirula – Kharagauli – Moliti – Pona – Chumateleti Secondary Road, Dzirula – Moliti Road Section from km 0+000 to km 24+620

 გ) სატენდერო დოკუმენტაციის თანხის გადახდის შემდეგ, მონაწილეებს შეუძლიათ ეწვიონ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფისს და მიიღონ სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ასლი, ან მონაწილეების მოთხოვნის თანახმად მიიღონ სატენდერო დოკუმენტაცია   WeTransfer [https://wetransfer.com/] - ის მეშვეობით.        

7. გთხოვთ თქვენი სატენდერო წინადადება წარმოადგინოთ:

• ზემოთ მოცემულ მისამართზე.

• არაუგვიანეს 2017 წლის 27 სექტემბრისა, 16:00 სთ (ადგილობრივი დროით)

• სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიასთან ერთად. 

სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნება სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ, მონაწილეთა იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ დასწრებას. 

აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი სატენდერო მოწვევის არაოფიციალურ თარგმანს. შესაბამისად, უზუსტობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სატენდერო მოწვევის ინგლისურენოვან ვერსიას.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: