ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთდასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტი 

სესხის/კრედიტის # IBRD 85470 

პროექტის N.: P149952

დავალების დასახელება: საქართველოს 2017 – 2026 წლებისთვის ლოჯისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და 2017 – 2020 წლებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: საქართველოს 2017 – 2026 წლებისთვის ლოჯისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და 2017 – 2020 წლებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება”. 

კონსულტანტების სავარაუდო ჩართულობა არის 7 კაც/თვე. დავალება უნდა დასრულდეს 4 თვეში.

დავალების მიზანი

დავალების ძირითადი მიზნებია: (ა) შეიქმნას ლოჯისტიკის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა მკაფიოდ განსაზღვრული შესრულების ინდიკატორებით; (ბ) მომზადდეს ტექნიკური დავალებები ძირითადი პრიორიტეტული აქტივობებისთვის რომელიც განისაზღვრება სტრატეგიის და/ან საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

კონსულტანტმა უნდა ითანამშრომლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს რკინიგზასთან, საქართველოს ლოჯისტიკის ასოციაციასთან, სატვირთო ავტომობილების გაერთიანებებთან, სატვირთო გადამზიდავებთან, საბაჟო ბროკერებთან, პორტის ოპერატორებთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან, კომპანიებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან საჯარო თუ კერძო სექტორიდან. 

მომსახურების სფერო:

მომსახურების სფერო მოიცავს ორ ძირითად აქტივობას:

I - ლოჯისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა.

II - ტქენიკური დავალებების მომზადება სამოქმედო გეგმის საფუძველზე გამოკვეთილი ძირითადი პრიორიტეტული აქტივობების განსახორციელებლად.

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

-           კომპანიის ძირითადი გამოცდილება;

-           მსგავსი გამოცდილება ლოჯისტიკის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მომზადებაში (დავალებები წარმატებით დასრულებული ბოლო 6 წლის განმავლობაში, 2011- 2016 წწ.)

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის. 

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპების” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში) შესაბამისად.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა დაბეჭდილი სახით ან ელექტრონული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2017 წლის 16 თებერვლის, 17:00 საათისა.

საკონტაქტო პირი: გიორგი სეთურიძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: