ტენდერები

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP) 

კონტრაქტის დასახელება: პროექტირება – მშენებლობის განხორციელება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის მონაკვეთის კმ1 - კმ30 რეაბილიტაცია შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის (OPRC) ფარგლებში

სატენდერო მოწვევა: SRAMP/CW/NCB-01

1. საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის (SRAMP) აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება „პროექტირება – მშენებლობის განხორციელება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის მონაკვეთის კმ1 - კმ30 რეაბილიტაცია შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის (OPRC) ფარგლებში“ ასანაზღაურებლად.
2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები.  სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 20 თვე.
3. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 23,792,513.84 ლარს, ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებლის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია ინსტრუქციის 14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.
4. პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (2011 დან 2015ის ჩათვლით) საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 21,000,000.00 ლარის ოდენობით, რომელიც დაითვლება მიმდინარე ან/და დასრულებული კონტრაქტებიდან მიღებული დადასტურებული გადახდებისაგან, გაყოფილი 5 წელზე;

ბ. მინიმალური ხელმისაწვდომი წლიური სიმძლავრე 14,000,000.00 ლარის ოდენობით, რომელიც დაითვლება სატენდერო დოკუმენტის III ნაწილში მოცემული წესის მიხედვით;

გ. პრეტენდენტის მხრიდან  წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსის თანხისა რომელიც შეიძლება განხორციელდეს კონტრაქტის ფარგლებში, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 3,500,000.00  ლარის ოდენობით.

დ. ძირითადი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სატენდერო წინადადებების წარმოდგენის  ბოლო ვადამდე პერიოდში მინიმუმ ერთ (1) ობიექტზე გზების რეაბილიტაციის და/ან მშენებლობის კონტრაქტი, ღირებულებით არანაკლებ 19,000,000 ლარის ოდენობით ან ორი (2) კონტრაქტი თითოეული 10,000,000 ლარის ოდენობით, რომელიც  ანალოგიური ხასიათისაა და სამუშაოები ძირითადად დასრულებულია,

ე. მინიმალური გამოცდილება შემდეგ ძირითად საქმიანობაში:

  • არანაკლებ  100 000 2 საფარის სარეაბილიტაციო / სამშენებლო სამუშაოების შესრულება  რომელიმე ერთ წელს.
  • არანაკლებ 300 მ2 ხიდის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების შესრულება რომელიმე ერთ წელს.

ვ.  ტენდერის მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები საპროექტო გამოცდილების კუთხით ქვე–კონტრაქტორის მეშვეობით:

  • საფარიანი გზების სარეაბილიტაციო/რეკონსტრუქტიის/სამშენებლო სამუშაოების დეტალური პროექტირების გამოცდილება მინიმუმ 2 წარმატებულად დასრულებული კონტრაქტი არანაკლებ 600,000.00 ლარის ოდენობით თითოეული დეტალური პროექტირების კონტრაქტისთვის.
  •  

ზ. დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია III ნაწილში – სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმი.

5. სატენდერო დოკუმენტების სრული პაკეტის ინგლისურ  ენაზე ელექტრონული ფორმატით ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ.

6.  სატენდერო წინადადებები უნდა აიტვირთოს ელექტრონულად, 25.1 პუნქტის შესაბამისად. დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები არ დაიშვება. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა მითითებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურები არ ვრცელდება აღნიშნულ შესყიდვაზე.

სატენდერო წინადადებების წარმოდგენა და ტენდერის გახსნა მოხდება ელექტრონულად საქართველოს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვის სისტემის გამოყენებით, რომელშიც გარკვეული ცლილებები იქნა შეტანილი. საქართველოს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვის სისტემაში შეტანილი ძირითადი ცლილებებია:

  • ელექტრონული სარეზერვო აუქციონის 3 რაუნდი აღარ გამოიყენება. რაუნდები აღნიშნული შესყიდვისთვის არ გამოიყენება.
  • კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება ცხადდება ელექტრონული შესყიდვების სისტემაში, რაც ტენდერის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას თავად წარმოადგინონ სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და, აგრეთვე, გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ შემოთავაზებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრაზე.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ სამუშაოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშაოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში)”. გთხოვთ, ინფორმაციის დასაზუსტებლად შეკითხვები ატვირთოთ ელექტრონული შესყიდვების სისტემაში. ყველა შეკითხვის პასუხი ასევე აიტვირთება ელექტრონული შესყიდვების სისტემაში.

7. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში (ანუ 90 დღე +28 დღე=118 დღე). ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს ინსტრუქციის 19.8 პუნქტს, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.

8. დამკვეთის მისამართი: საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი:

ბატონი გიორგი სეთურიძე, საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი 12, 0160  თბილისი, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge  

 

იხილეთ ვრცლად  >>>> 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: