საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო

შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP)

კრედიტის/სესხის # არ არის განსაზღვრული

პროექტის #: P149953

დავალების სახელწოდება: 4 საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა (განხორციელებული პროექტირება-მშენებლობის კონტრაქტის მეთოდოლოგიით) შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის ფარგლებში

კონტრაქტი/ RFP #: SRAMP/CS/QCBS-02

საიდენტიფიკაციო#: SRAMP PP, საკონსულტაციო მომსახურება – პუნქტი #1.4

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო ფირმებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: 4 საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა (განხორციელებული პროექტირება-მშენებლობის კონტრაქტის მეთოდოლოგიით) შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის ფარგლებში“.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება საპროექტო ღონისძიებებთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალი კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი.

მოკლე სიაში შეყვანის კრიტერიუმებია:

  1. ზოგადი გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
  2. ანალოგიური გამოცდილება:

–  გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის კონტრაქტები  წარმატებით დასრულებული  2006 წელს ან მას შემდეგ;

– დეტალური პროექტის მომზადება ან პროექტის გადახედვა (შესრულებული ზედამხედველობის კონტრაქტის ფარგლებში ან როგორც ცალკე კონტრაქტი) გზების

სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების კონტრაქტებისთვის წარმატებით დასრულებული  2006 წელს ან მას შემდეგ;

 დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 30 თვე ამას დამატებული 24 თვე დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, „კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.         

კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთაინდნენ სხვა ფირმებთან ერთობლივი საწარმოს ან ქვე-კონსულტანტის სახით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება  კონსულტანტის კვალიფიკაციისა  და ღირებულების შერჩევის მეთოდით დროზე დაფუძნებული კონტრაქტისთვის მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში).               

 ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის 25 მარტის, 17:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ.ფოსტა: info@georoad.ge  

ვებ–გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: