ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი 

კრედიტის/სესხის # IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის N P130413

დავალების სახელწოდება: E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის (ნატახტარი-რუისის დასრულებულ მონაკვეთზე) გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელება.

კონტრაქტი/ RFP # EWHIP-4/CS/CQS-04

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4/CS/CQS-04

 

საქართველომ მსოფლიო ბანკს მიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნული მომსახურების გასაწევად ინტერესის გამოხატვისთვის იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების (”მომსახურება”) გასაწევად E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის (ნატახტარი-რუისის დასრულებულ მონაკვეთზე) გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელება.

საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ხარნგრძლივობაა 5 თვე, რასაც ემატება 24 თვიანი დეფექტების გამოსწორების პერიოდი. დეფექტების გამოსწორების 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში კონსულტანტი უმუშავებს არასრული დატვირთვით, რათა უზრუნველყოს განხორციელებული სამუშაოების ხარისხის შენარჩუნება და ახალი ნარგავების სათანადო მოვლა–შენეხვა.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესთა გამოხატვის წერილს თან უნდა დაერთოს შემდეგი: კონსულტანტის კორპორატიული პროფაილი და შესაბამისი გამოცდილება დავალებასთან მიმართებაში. ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ თანამშრომელთა მოკლე შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც შემოთავაზებულია დავალების შესასრულებლად და გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთაინდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას N 1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტი შერჩეული იქნება შემდეგი საკვალიფიკაციო კრიტერიმების მიხედვით:

  • ფირმის ზოგადი გამიცდილება:
  • ფირმის სპეციფიური გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში მშენებლობის/რეაბილიტაციის სამუშაოების ზედამხედველობაში (დავალებები დასრულებული 2011 წელს ან მას შემდეგ).

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით შეჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში. წარმოდგენილი ინტერესთა გამოხატვების საფუძველზე, შედგენილი იქნება მოკლე სია და ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კონსულტანტს ეთხოვება ტექნიკური და ფინანსური წინადადების წარმოდგენა.

კონსულტანტის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დაინტერესებულ კონსულტანტებს უნდა გააჩნდეს გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელების გამოცდილება.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე:info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არა უგვიანეს 2016 წლის 12 იანვრის 17:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

პოზიცია: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: