ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტი 

კრედიტის/სესხის No.: არ არის განსაზღვრული

პროექტიNo.: P149952 

დავალების სახელწოდება: E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის მონაკვეთი) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა (I ლოტი - კმ0 -კმ5+800) (II ლოტი - კმ5+800 - კმ14+066)  

კონტრაქტი/ RFP No:  EWHCIP/CS/QCBS-01

საიდენტიფიკაციო No:  EWHCIP PP, საკონსულტაციო მომსახურება, პუნქტი #1.1

 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის მონაკვეთი) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა (I ლოტი - კმ0 -კმ5+800) (II ლოტი - კმ5+800 - კმ14+066)”.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესთა გამოხატვის წერილს თან უნდა დაერთოს შემდეგი: კონსულტანტის კორპორატიული პროფილი და შესაბამისი გამოცდილება დავალებასთან მიმართებაში, ძირითად თანამშრომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება.

შერჩევის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებია:

  • ზოგადი გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
  • მსგავსი გამოცდილება ავტომაგისტრალის მშენებლობის ზედამხედველობის დავალებებში ბოლო 5 წლის განმავლობაში (დავალებები დასრულებული 2011 წელს ან მას შემდეგ).

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 48 თვე ( I ლოტის მშენებლობისთვის 24 თვე+12 თვე დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი, II ლოტი – 36 თვე+12 თვე დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი).

დავალების ტექნიკური დავალების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ქვემოთ მითითებული ლინკით:

https://www.dropbox.com/s/to7xacwzl95l9xb/Terms%20of%20Reference%20for%20Supervision%20of%20Zemo%20Osiauri-Rikoti%20Tunnel%20as%20advertised.pdf?dl=0

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპებში” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში) მოცემული  კვალიფიკაციისა  და ღირებულების მიხედვით შერჩევის მეთოდის თანახმად.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არაუგვიანეს 2016 წლის 2 თებერვლის, 17:00 საათისა.

 

საკონტაქტო პირი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: