ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი (EWHIP-4)

კრედიტის/სესხის # IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის # P130413

დავალების სახელწოდება: “ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის (ITS) სტრატეგიის განვითარება და სამოქმედო გეგმის შემუშავება აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნისათვის”.

კონტრაქტის/RFE No: EWHIP-4/CS/ICS-03

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4 PP, კომპონენტი 2B, პუნქტი No.11

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ ინდივიდუალურ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის (ITS) სტრატეგიის განვითარება და სამოქმედო გეგმის შემუშავება აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნისათვის”.

აღნიშნული დავალების მიზნების მისაღწევად, კონსულტანტმა უნდა განახორციელოს შემდეგი:   

(i)      განახორციელოს საჭიროებების კვლევა;

(ii)     “ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის (ITS) სტრატეგიის განვითარება და 

          სამოქმედო გეგმის შემუშავება;

(iii)    ტექნიკური დავალების მომზადება და დეტალური ტექნიკური და პროექტის 

         სპეციფიკაციების მომზადება შერჩეული პრიორიტეტული საქმიანობისათვის.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 თვე.

კონსულტანტი უნდა იყოს ექსპერტი მინიმუმ 15 (თხუთმეტ) წლიანი პროფესიული გამოცდილებით ITS დაგეგმასა და განხორციელებაში, კონკრეტული გამოცდილებით არქიტექტურის განვითარებაში, საჭიროების შეფასებაში, ცოდნა ინსტიტუციური განვითარების სექტორში, და ანალოგიური საერთაშორისო გამოცდილების ქონა. უპირატესობა მიენიჭება კონულტანტის წინა გამოცდილებას საქართველოში და რუსული ენის ცოდნას. კონსულტანტმა უნდა აჩვენოს შესანიშნავი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები ტექნიკური პრეზენტაციების წარმოდგენის და ანგარიშების წერის დროს.

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.    

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორიდო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს” კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი პარტნიორების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონსძიებებში, რომელიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალი კონსულტანტის  მონაწილეობა სხვა მომსახურებაში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებლი მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შეჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამათზე სამუშაო საათებში 10:00-დან 18:00 საათამდე.          

ინტერესის გამოხატვის და თანდართული შრომითი ბიოგრაფიის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 25 ნოემბრის 17:00 საათისა.

სახელი და გვარი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ:  +995  322 370508 დამ. 348

ფაქსი: +995 322  313034

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: