ტენდერები

სატენდერო მოწვევა

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტი (SLRP III) (P148048) 

სატენდერო მოწვევა # SLRP III/CW/NCB-05 (I ლოტი & II ლოტი)


წერეთელი – მირზოევკა –მუღანლო – ქესალოს გზის კმ4კმ16 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ I ლოტი;  

ბოლნისი – სიონის მონასტრის გზის კმ0კმ9 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ II ლოტი  

1. საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტისთვის (SLRP III) აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება წერეთელი – მირზოევკა –მუღანლო – ქესალოს გზის კმ4კმ16 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ I ლოტი; ბოლნისი – სიონის მონასტრის გზის კმ0კმ9 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ II ლოტი ასანაზღაურებლად. 

2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა წინასწარი და მიწის სამუშოების განსახორციელებლად და საფარის სარეაბილიტაციოდ დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია I ლოტისთვის 17 თვე და II ლოტისთვის 17 თვე.

3. სამუშაოების წინასწარი ღირებულება შეადგენს  I ლოტისთვის 5, 391,666.21 ლარს და II ლოტისთვის 4, 538,926.00 ლარს, ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია ინსტრუქციის 14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

4.სამუშოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.  

5. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსს - ვახტანგ რაზმაძეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

6.  პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

I ლოტი

ა. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 5,700,000 (ხუთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით;

ბ. ძირითადი კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ ობიექტზე ანალოგიური ხასიათისა და სირთულის სამუშოებს (სამუშაოები არსებითად დასრულებული უნდა იყოს) ღირებულებით არა ნაკლებ 4,300,000  (ოთხი მილიონ სამასი ათასი) ლარის ოდენობით;

გ. არანაკლებ 100,000 მ2 საფარის სარეაბილიტაციო სამუშოების შესრულება რომელიმე ერთ წელს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.

დ. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ე. პრეტენდენტის მხრიდან  წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსისა, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 950,000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით.

ვ. დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია III ნაწილში – სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმი.

II ლოტი

ა. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 4,800,000 (ოთხი მილიონ რვაასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით;

ბ. ძირითადი კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ ობიექტზე ანალოგიური ხასიათისა და სირთულის სამუშოებს (სამუშაოები არსებითად დასრულებული უნდა იყოს) ღირებულებით არა ნაკლებ 3,600,000 (სამი მილიონ ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით;

გ. არანაკლებ 70,000 მ2 საფარის სარეაბილიტაციო სამუშოების შესრულება  რომელიმე ერთ წელს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.

დ. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში  და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ე. პრეტენდენტის მხრიდან  წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსისა, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 800,000 (რვაასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით.

ვ. დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია III ნაწილში – სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმი.

7. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის ინგლისურ  ენაზე  შეძენა  შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან აშშ დოლარში  მისი ექვივალენტის გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:

ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის #200 122 900

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

სავალუტე ანგარიშის #001 189 362

აშშ. დოლარში გადახდისთვის:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA            

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D  

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი:  საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

IBAN: GE65NB0331100001150207   

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მითითებული იქნას ს/გზის მონაკვეთის დასახელება).

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

8.  სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 10 ნოემბრის, 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენტენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 2014 წლის 10 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.

9. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში (ანუ 90 დღე+28 დღე=118 დღე). ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს ინსტრუქციის 19.8 პუნქტს, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.

10. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

ბ-ნი ვახტანგ რაზმაძე, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

ტელ: + (995 32) 37-05-08 დამ. 305

ფაქსი: + (995 32) 31-30-34

ე-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: