გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური - კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ტრაილერების და ავტობუსების მოძრაობა მლეთა-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთზე დასაშვებია ჯაჭვებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია ჯაჭვით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი მლეთა-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.
MODE
14.11.201500:55