საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ელექტრომექანიკური აღჭურვილობის პროფილაქტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, დღის განმავლობაში (დილის 08:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე), შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.