ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის მამკოდა-თიანეთის (კმ5-კმ60) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი-წითელი ხიდი (აზერბ.საზღვარი) საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის (კმ21-კმ57) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.