Search

ანგარიშები


  • საჯარო ინფორმაცია

    საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ

    (დანართის შესაბამისად)

                              

    Read More
  • მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული
    ,,შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის პროექტის"
    განხორციელების ანგარიში


    2005 წელს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსოფლიო ბანკის (#3938) კრედიტით (20 მლნ. აშშ დოლარი) `საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის პროექტი~ დაფინანსდა. 


    აღნიშნული პროექტი სამი კომპონენტისაგან შედგება: 1. შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია: 2. საგზაო სექტორის შემდგომი განვითარება და გაძლიერება: 3. საგზაო სამუშაოების პროექტირება და ზედამხედველობა.


    2006 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 77.3 კმ. შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე. სამუშაოების  საერთო ღირებულებამ 16.1 მლნ. ლარი შეადგინა.



    Read More
  • ინფორმაცია

    საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო

    დაწესებულების-საავტომობილო გზების დეპარტამენტის  2008 წელს  გაწეული მუშაობის შესახებ

     

    ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 2007 წლის 28 დეკემბრის (#5659) საქართველოს კანონის” შესაბამისად 2008 წლისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ასიგნებები განისაზღვრა 195076.8 ათასი ლარის ოდენობით, სადაც გზების მოვლა-შენახვის ხარჯები (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) განისაზღვრა 192025.0 ათასი ლარის ოდენობით. "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" 2008 წლის 10 ოქტომბრის (#334) საქართველოს კანონის შესაბამისად 2008 წლისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრა 185576.8 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" 2008 წლის 23 დეკემბრის (#834) საქართველოს კანონის შესაბამისად 2008 წლისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრა 186706.8 ათასი ლარის ოდენობით.

    Read More
  • ინფორმაცია

    საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო

    დაწესებულების-საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2007 წელს  გაწეული მუშაობის შესახებ

     

    საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" 2006 წლის 29 დეკემბრის (#4227) საქართველოს კანონის შესაბამისად 2007 წლისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ასიგნებები განისაზღვრა 240500.0 ათასი ლარის ოდენობით, სადაც გზების მოვლა-შენახვის ხარჯები (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) განისაზღვრა 238218.0 ათასი ლარის ოდენობით. "საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" 2007 წლის 8 ივნისის (#4885) საქართველოს კანონის შესაბამისად 2007 წლისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრა 269600.0 ათასი ლარის ოდენობით. 

    Read More
  • ინფორმაცია

    საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს

    საქვეუწყებო დაწესებულების-საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2006 წლის  მუშაობის შესახებ

     

    "საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" 2005 წლის 23 დეკემბრის (#2428) საქართველოს კანონის შესაბამისად 2006 წლისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ასიგნებები განისაზღვრა 168578.0 ათასი ლარის ოდენობით, სადაც გზების მოვლა-შენახვის ხარჯები (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) განისაზღვრა 166426.0 ათასი ლარის ოდენობით. "საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" 2006 წლის 23 მაისის (#3022-Iს) საქართველოს კანონის შესაბამისად 2006 წლისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრა 185919.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 2006 წლის 25 ივლისს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრა 189034.0 ათასი ლარის ოდენობით.

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player