საქართველო
თბილისის შემოვლითი გზის (მე-4 და მე-5 ლოტი) პროექტი
სესხის N: 59441-001
დავალების სახელწოდება: თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა
TBP/CS/QCBS-01
საქართველო გეგმავს აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღოს დაფინანსება თბილისის შემოვლითი გზის (მე-4 და მე-5 ლოტი) პროექტის განხორციელებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა
დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 90 თვე.
შერჩევა განხორციელდება კონსულტანტის ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების დირექტივების შესაბამისად, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე:
https://www.adb.org/sites/default/files/procurement-directive-adb-borrowers.pdf
ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით, არაუგვიანეს 2026 წლის 21 აპრილისა: https://selfservice.adb.org/OA_HTML/OA.jsp?OAFunc=XXCRS_CSRN_PROFILE_PAGE&selNo=222676
ინტერაქტიული რუკა

