ტენდერები

შეტყობინება ტენდერის გამოცხადების შესახებ (სტანდარტული ფორმა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში)

საერთშორისო ტენდერი (სამშენებლო სამუშაოები)

საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II

საქართველო

საქართველომ (შემდგომში მსესხებელი) ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო სესხი (შემდგომში ,,ბანკი“) საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის II განსახორციელებლად. მოწვევა საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უკავშირდება ხელშეკრულებას ალგეთი-არაფლოს (ლოტი III) და არაფლო-სადახლოს (ლოტი IV) მშენებლობისათვის.

ხელშეკრულება მოიცავს ახალ მშენებლობას ალგეთიდან არაფლომდე (ლოტი III), რომელიც არის დაახლოებით 13.0 კილომეტრი და არაფლოდან სადახლომდე სომხეთის საზღვარზე (ლოტი IV), რომლის სიგრძე დაახლოებით 16.3 კილომეტრია. გზის მონაკვეთი იწყება ალგეთან, რომლის განშტოება მოიცავს სადახლომდე მონაკვეთს (სომხეთის საზღვარზე), ლოტი III  და ლოტი IV. გზა იქნება ოთხზოლიანი მაგისტრალი, რომლის პროექტირება განხორციელდა TEM სტანდარტების მიხედვით. გზის კონფიგურაცია აგებულია ხისტი საფარით, რომლის საშუალო სიგანეა 22-25 მეტრი და მოიცავს მყარ გვერდულს. სანიაღვრე სისტემა გათვალისწინებულია გზის მონაკვეთის შუა ნაწილში. მაგისტრალის სიგანეა 4 x 3.75 მეტრი და გვერდულის სიგანეა 2.5 მეტრი. განათების სისტემა დაპროექტებულია მედიანური სისტემით. პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას 120 კმ/სთ. პროექტის მთელ მონაკვეთზე დაგეგმილია 4მ ნიუ ჯერსის ბარიერებით მოწყობა. ასფალტბეტონის საფარი გამოიყენება ხიდებზე, ესტაკადებზე და მისასვლელ გზებზე. III და IV ლოტი მოიცავს 2 ხიდის და მისასვლელებს.

ხელშეკრულების განხორციელების სავარაუდო პერიოდა 2025 წლიდან 2027 წლამდე. 

იხილეთ ვრცლად >>>>

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: