საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

თარიღი: 24 ოქტომბერი, 2016

სესხი #. და სახელწოდება: 50064-GEO: ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი

კონტრაქტი #. და სახელწოდება: RCIP/CW/ICB-04: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, კმ -1+000 – 13+325

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 19 დეკემბერი 2016, 17:00 სთ (ადგილობრივი დროით)

  1. საქართველოს მთავრობამ განვითარების პარტნიორებისაგან მიიღო დაფინანსება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთქმული კონტრაქტის ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად. კონტრაქტი ერთობლლივად დაფინანსდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ (AIIB). აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს პროექტის წამყვან დამფინანსებელ პარტნიორს და განახორციელებს მის ადმინისტრირებას არსებული თანა-დამფინანსებლის სახელითაც. ვინაიდან თანადამფინანსებლის (AIIB) წესდება ითვალისწინებს უნივერსალურ შესყიდვას, აღნიშნული ტენდერი ღიაა ყველა მონაწილისათვის და მასზე არ ვრცელდება შეზღუდვა მონაწილეთა ეროვნების მიხედვით. თუმცა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, თავი VII -ით გათვალისწინებული, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის ფირმები, რომელთა ქვეყანაშიც შემსყიდველის ქვეყნიდან აკრძალულია საქონლის იმპორტი, ან სამუშაოსა და მომსახურების კონტრაქტის გაფორმება ან პირთა მიმართ გადახდების განხორციელება აღნიშნული ქვეყნიდან. ყველა სხვა ასპექტში, შესყიდვა განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად.
  2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (,,დამკვეთი“) გიწვევთ, წარმოადგინოთ დალუქული სატენდერო წინადადება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის კმ -1+000 – 13+325. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტი ითვალისწინებს 2-ზოლიანი გზის მშენებლობას, რომლის სიგანეა 14მ. ის მოიცავს ხიდებსა და გვირაბებს (,,სამშენებლო სამუშაოები“)..
  3. საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ორ კონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად და მასში მონაწილების მიღება შეუძლია ყველა პრეტენდენტს, ეროვნების მიხედვით შეზღუდვის გარეშე.  
  4. შესაბამისი მონაწილეები, დამოუკიდებლად ან ერთობლივი საწარმოს ფორმით, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს/კრიტერიუმებს:

ფინანსური მდგომარეობა: მონაწილის წმინდა კაპიტალი უნდა იყოს დადებითი. მისი ყოველწლიური საშუალო სამშენებლო ბრუნვა ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 130 მილიონ აშშ დოლარს. მონაწილემ უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები - არანაკლებ 21 მილიონი აშშ დოლარისა პროექტის ფულადი სახსრების მოძრაობის მოთხოვნის თანახმად და მიმდინარე საკონტრაქტო ვალდებულებების გათვალისწინებით, თუ ასეთი არსებობს.   

მშენებლობის გამოცდილება: ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, მონაწილეობა მინიმუმ ერთ (1) კონტრაქტში, რომელიც მოცემულ შემოთავაზებულ სამუშაოთა მსგავსია და წარმატებით განხორციელდა. აღნიშნული მსგავსი კონტრაქტის ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 133 მილიონ ამერიკულ დოლარს, პრეტენდენტს მასში მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული როგორც კონტრაქტორს, მმართველ კონტრაქტორს ან ქვე-კონტრაქტორს.

მშენებლობის გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:  

i)                    ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხიდების მშენებლობის გამოცდილება, აღნიშნული ხიდების მთლიანი ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 მ-ს;

ii)                  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვირაბების მშენებლობის გამოცდილება. აღნიშნული გვირაბების  ჯამური  სიგრძე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3, 000 მ-ს (მინიმუმ - 2 ზოლიანი გზა)

 

      5. დამატებითი ინფორმაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, გთხოვთ მოგვმართოთ:
ბატონი ირაკლი ხერგიანი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,. 0160 თბილსი, საქართველო

ტელ: (+995 32) 37 05 08 შიდა:311

ფაქსი: (+995 32) 37 66 03

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

6. სატენდერო დოკუმენტაციის შესაძენად ინგლისურ ენაზე, მონაწილეებმა უნდა განახორციელონ შემდეგი:

  • წარმოადგინონ წერილობითი მოთხოვნა ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის კმ -1+000 – 13+325 სატენდერო დოკუმენტაცის მისაღებად  
  • გადაიხადონ მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტი აშშ დოლარში, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას, შემდეგ ანგარიშზე:: 

ლარში ანგარიშსწორებისთვის:

Name of the recipient: Treasury Account

Treasury account No. 200 122 900

Recipient Bank: State Treasury

Bank Code: TRESGE22

Old Code of the Bank (220 101 222)

Budget Income Treasure Code: 302 007 800

International Currency: No 001 189 362

დოლარში ანგარიშსწორებისთვის:

Intermediary: 

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA           

SWIFT CODE: FRNYUS33

Receiving agent:

ACC.NO: 0D 

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

Beneficiary’s bank:  NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: Roads Department of the Ministry of Regional Development of Georgia

IBAN: GE65NB0331100001150207

Payment Designation: Tender fee for the Roads Department for the Construction of Batumi Bypass Road, Section km -1+000 – 13+325.

7. გთხოვთ თქვენი სატენდერო წინადადება წარმოადგინოთ:

  • ზემოთ მოცემულ მისამართზე.
  • არაუგვიანეს 2016 წლის 19 დეკემბრისა, 17:00 სთ (ადგილობრივი დროით)  
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიასთან ერთად. 

სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნება სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ, მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით.

აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი სატენდერო მოწვევის არა-ოფიციალურ თარგმანს. შესაბამისად, უზუსტობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სატენდერო მოწვევის ინგლისურ ვერსიას. 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: