საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი (SLRP III)

კრედიტი/სესხი IBRD 8402-GE 

პროექტის P148048

დავალების სახელწოდება: სოფლის ტრანსპორტის საერთაშორისო კონსულტანტი 

კონტრაქტი # SLRPIII/CS/ICS-05

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: სოფლის ტრანსპორტის საერთაშორისო კონსულტანტი“. 

საკონსულტაციო კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობაა 70 დღე 6 თვის განმავლობაში. მათ შორის მოსალოდნელია რომ საერთაშორისო კონსულტანტი იმუშავებს საქართველოში დაახლოებით 30 დღე 3 ვიზიტის ფარგლებში, დანარჩენი პერიოდი კონსულტანტი იმუშავებს დინსტანციურად. 

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება ზემოხსენებული დავალების შესასრულებლად. კონსულტანტის მოკლე ბიოგრაფია (CV) უნდა მოიცავდეს შესასრულებელი დავალების შესაბამის გამოცდილებას.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის  მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, თავი V „ინდივიდუალი კონსულტანტის შერჩევა“.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში,“კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • სხვა ქვეყნებში გზების მოვლა-შენახვისათვის მიკრო საწარმოების საპილოტო პროგრამის შექმნის ან განხორციელების მინიმუმ 10-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება;
  • სოფლის ტრანსპორტის სპეციალისტად  ან სოფლის გზების ინჟინრად მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება;
  • საკონსულტაციო მომსახურების განხორციელებისას ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება კავკასიის რეგიონში, თუმცა არაა სავალდებულო;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არაა სავალდებულო;

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.  

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ–ფოსტის მეშვეობით: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა და კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემების (CV) ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის 3 ნოემბრის 17:00 საათისა.

სახელი და გვარი: გიორგი სეთურიძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: