საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი (EWHIP-4)

კრედიტის/სესხის # IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის # P130413

დავალების სახელწოდება: “E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის საკონპენსაციო ხეების დარგვის გეგმის მომზადება“.

კონტრაქტის/RFE No: EWHIP-4/CS/ICS-07

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4 PP, კომპონენტი 1, პუნქტი No.9

 საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის საკონპენსაციო ხეების დარგვის გეგმის მომზადება“.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა  1 თვე.

აღნიშნული დავალების მიზნების მისაღწევად, კონსულტანტმა უნდა განახორციელოს შემდეგი:

ამ დავალების მიზნის მისაღწევად, კონსულტანტმა, სავარაუდოდ, უნდა განავითაროს საკომპენსაციო ხეების დარგვის გეგმის განხორციელება E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთისათვის, საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისად და შეადგინოს გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის შეფასების ანგარიში E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის  ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთისთვის (აპრილი 2015).

ვალიფიკაცია მოთხოვნები:

-       უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო, აგრარულ და სხვა შესაბამისი მეცნიერების დარგის  

          სფეროში (სატყეო);

-       მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება სატყეო სფეროში;

-       დაგეგმვა/განხორციელება გაშენება/აღდგენის საქმიანობის გამოცდილება;

-       ანგარიშის კარგად წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;

-       წარსულში  საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება 

          უპირატესობად.

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.    

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, შესწორებული 2014 წლის ივლისში “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს” კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი პარტნიორების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომელიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალი კონსულტანტის  მონაწილეობა სხვა მომსახურებაში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომელიც მოცემულია ნაწილი V: "ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა" მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო: კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება, მსოფლიო ბანკის მსესხებელთა მიერ (2011 წლის იანვარი, შესწორებული 2014 წლის ივლისში).

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: info@georoad.ge,

ინტერესის გამოხატვა და თანდართული ზემოთ მოცემული ინფორმაციის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისის  17:00 საათისა.

სახელი და გვარი: მაია ქალიაშვილი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: