საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი (EWHIP-4)

კრედიტის/სესხის # IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის # P130413

დავალების სახელწოდება: “აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის (EWHIP-4) ფარგლებში E-60 მაგისტრალის  ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის  გარემოზე ზემოქმედებისა და  სოციალური შეფასების ანგარიშისა  და მართვის გეგმის მომზადება.”

კონტრაქტის/RFE No: EWHIP-4/CS/CQS-05

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4 PP, კომპონენტი 2, პუნქტი No.25

 საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის (EWHIP-4) ფარგლებში E-60 მაგისტრალის  ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის  გარემოზე ზემოქმედებისა და  სოციალური შეფასების ანგარიშისა  და მართვის გეგმის მომზადება.” 

აღნიშნული დავალების მიზნების მისაღწევად, კონსულტანტმა უნდა განახორციელოს შემდეგი:

  • სენსიტიური გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის რეცეპტორების  განსაზღვრა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დერეფნის და რიკოთის გვირაბის ფარგლებში, უნდა აღინიშნოს ბუნებრივ და სოციალურ გარემოსთან და კულტურულ აქტივებთან დაკავშირებული რისკები, რომელიც ასოცირდება მოსალოდნელ სამშენებლო სამუშაოებთან ამ მონაკვეთზე, და აღწერს მათ ბუნებას და ფარგლებს;
  • ითანამშრომლოს კლიენტის მიერ დაქირავებულ დიზაინერების გუნდთან გზატკეცილის ზუსტი მარშრუტის განსაზღვრისათვის პროცესში, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის პერსპექტივების განსაზღვრისათვის ოპტიმალური მარშრუტის შესარჩევად;
  • უზრუნველყოს დეტალური შემარბილებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მოსალოდნელი მშენებლობის უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას ბუნებრივ, სოციალურ და კულტურულ გარემოზე და გარემოსდაცვითი მართვის მატრიცის განვითარებას, რომელიც შეცავს შემარბილებელ და საზედამხედველო გეგმებს.
  • ინსტიტუციონალური წყობის განსაზღვრა ადმინისტრირების და გარემოზე ზემოქმედებისა და  სოციალური შეფასების ანგარიშისა  და მართვის გეგმის მომზადების დროს მაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის და ოპერირების პროცესში,  სუსტი მხარეებისა და ნაკლოვანებების იდენტიფიცირება ამ წყობაში, და განსაზღვრული სუსტი მხარეებისათვის რეკომენდებული ღონისძიებები;
  • როგორც მოთხოვნილია, დაეხმაროს კლიენტს გარემოზე ზემოქმედებისა და  სოციალური შეფასების ანგარიშისა  და მართვის გეგმის მომზადების ანგარიშის პროექტის საჯარო კონსულტაციების დროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან  გარემოსდაცვითი ნებართვის მოპოვების პროცესში.  

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 7 თვე.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება ზემოხსენებული დავალების შესასრულებლად. ინტერესის გამოხატვა უნდა ფარავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით: გამოცდილება დავალების შესაბამის აქტივობებში, ძირითადი პერსონალის რესურსი და კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი. ინტერსის გამოხატვა უნდა მოიცავდეს ძირითადი პერსონალი მოკლე ბიოგრაფიებს რომ დადასტურდეს კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისობა შესასრულებელ დავალებასთან.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს” კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი პარტნიორების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომელიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალი კონსულტანტის  მონაწილეობა სხვა მომსახურებაში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებმა შეიძლება შექმნან გაერთიანება (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღების გაერთიანებების ფორმებია ან ერთობლივი საწარმო ან ქვე-კონსულტანტობა და ინტერესის გამოხატვა მკაფიოდ უნდა ასახავდეს გაერთიანების ბუნებას) თავიანთი კვალიფიკაციის გასაძლიერებლად. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასებისას. დავალების შესაბამისი პროექტების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას ფორმა #1-ის სახით, რომელიც ატვირთულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge, შემდეგ მისამართზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტებმა უნდა შეზღუდონ თავიანთი ინტერესის გამოხატვა 20 გვერდამდე. კომპანიის ბროშურები შეიძლება წარმოდგენილი იქნას დანართად და ისინი არ ჩაითვლება  20 გვერდის ლიმიტში.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება შერჩევა კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობის მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარის გამოცემა, შესწორებული 2014 წლის ივლისში ("კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები"). წარმოდგენილი ინტერესების გამოხატვის საფუძველზე, მოკლე სია შეიქმნება და უმაღლეს ადგილზე მყოფი კონსულტანტს მოეთხოვება წარმოადგინოს ტექნიკური და ფინანსური წინადადება.

კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

კონსულტანტს უნდა ჰქონდეს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მომზადების გამოცდილება.

მოკლე სიის კრიტერიუმები:

  • ზოგადი გამოცდილება;   
  • გამოცდილება მსგავს დავალებებში (ე.ი. გარემოზე ზემოქმედებისა და  სოციალური შეფასების ანგარიშისა  და მართვის გეგმის მომზადების გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში - დავალება დასრულებულია 2011 წელს ან მას შემდეგ).

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.    

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ–ფოსტის მეშვეობით: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა და თანდართული ზემოთ მოცემული ინფორმაციის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის  1 ივლისის 17:00 საათისა.

სახელი და გვარი: მაია ქალიაშვილი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: