საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი

კრედიტის/სესხის IDA5245-GE; IBRD8263-GE 

პროექტის P130413

დავალების სახელწოდება: საავტომობილო გზების დეპარტამენტის მენეჯმენტის და ტექნიკური საჭიროებების შეფასება და  ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამის განვითარება

კონტრაქტის EWHIP-4/CS/ICS-08

საიდენტიფიკაციო EWHIP-4 PP, კომპონენტი 2, პუნქტი No13.

 საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს გამოცდილ ინდივიდუალურ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: საავტომობილო გზების დეპარტამენტის მენეჯმენტის და ტექნიკური საჭიროებების შეფასება და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის განვითარება”.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 1 თვე.

კონსულტანტი მოსალოდნელია, რომ შეაფასებს საგზაო დეპარტამენტის მანეჯმენტის და ტექნიკურ საჭიროებებს, მოახდენს პრობლემების იდენტიფიცირებას და განსაზღვრავს სისტემურ მიდგომას კონკრეტულ ეტაპებად, ასევე შექმნის შესაძლებლობების გაძლირების პროგრამას, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებას როგორც საგზაო დეპარტამენტის უმთავრეს პრიორიტეტს რომ განახორციელოს აუთსორსინგი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  გამოცდილება საგზაო უწყებებისთვის ტექნიკური, ფინანსური და მენეჯმენტის შესაძლებლობების გაძლირების პროგრამის მომზადება კონკრეტულად საჭიროებების შეფასება, სექტორის ინსტიტუციური განვითარების და მსგავსი საერთაშორისო გამოცდილების ცოდნა.
  •  ინგლისური ენის პროფესიონალური ცოდნა (მეტყველების და წერის უნარი) სავალდებულოა;
  •  ცოდნა  და წინა მუშაობის გამოცდილება რეგიონში (საქართველო, სასომხეთი, აზერბაიჯანი) და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, შესწორებული 2014 წლის ივლისში “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს” კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი პარტნიორების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომელიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალი კონსულტანტის  მონაწილეობა სხვა მომსახურებაში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა მოხდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომელიც მოცემულია პუნქტ V: "ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა" მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო: კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება, მსოფლიო ბანკის მსესხებელთა მიერ (2011 წლის იანვარი, შესწორებული 2014 წლის ივლისში).

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ მითითებულ მისამართზე: info@georoad.ge,    

ინტერესის გამოხატვის და მასზე თანდართული შრომითი ბიოგრაფიებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის 19 მაისის 17:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი №12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: