საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსება

კრედიტის  # IDA 5108-GE

პროექტის # P112523

დავალების სახელწოდებასაგზაო უსაფრთხოების შემეცნებისა და ცოდნის ამაღლების კამპანია E-60 ავტომაგისტრალის თბილისი–ფოთის კორიდორისა და მის მიმდებარე დასახლებებში

კონტრაქტი/RFP No: TEWHIP AF/CS/CQS-02

საიდენტიფიკაციო No: TEWHIP AF PP, პუნქტი No.20

 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: საგზაო უსაფრთხოების შემეცნებისა და ცოდნის ამაღლების კამპანია E-60 ავტომაგისტრალის თბილისი–ფოთის კორიდორისა და მის მიმდებარე დასახლებებში”.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება პროექტთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის რესურსები და კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი.

დავალების სავარაუდო ხანგრძელობაა 6 თვე.

კონსულტანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება საჯარო ურთიერთობებში, მაგალითად, დამქირავებლის მიზნების მისაღწევად საჭირო სოციალური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება (უპირატესობად ჩაითვლება საგზაო უსაფრთხოების აქტივობების განხორციელების გამოცდილება, მაგალითად ავტომობილების სტრუქტურული უსაფრთხოება, საგანმანათლებლო/საჯარო კამპანიის წარმოება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის, სიჩქარის გადაჭარბების და უსაფრთხოების ღვედის გამოყენების შესახებ,  საგანმანათლებლო/საჯარო კამპანიის წარმოება მოზრდილებთან, ბავშვებთან და სხვა);
  • საქართველოში კვლევის შესაბამისი ფოკუს–ჯგუფების შერჩევის და მათთან მუშაობის, საგანმანათლებლო/საჯარო კამპანიის მომზადების და მართვის, და/ან საჯარო კონსულტაციების ჩატარების გამოცდილება;
  • საქართველოში სხვადასხვა მედია საშუალებებთან (ტელევიზია, რადიო, ბილბორდები, გაზეთები, ინტერენტი) მუშაობის გამოცდილება;
  • ცნობიერების ამაღლების და საკომუნიკაციო დოკუმენტების მომზადება ფოკუს ჯგუფებისა და ადგილობრივებისთვის საქართველოში, PR ლიტერატურის მომზადება და გავრცელება, მაგალითად ფლაერების, ბუკლეტების და სხვა სახით. ასევე საიმიჯო და საინფორმაციო ხასიათის სტატიების მომზადების გამოცდილება;
  • აქტივობების სპეციფიკურობის გათვალისწინებით საქართველოში საზოგადოების აქტუალური პრობლემების შესწავლის და დამქირავებელსა და საზოგადოებას შორის დიალოგის საწარმოებლად შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება, რომელიც მიზნად ისახავს დისკუსიის პროცესში პრობლემების გადაჭრის გზების პოვნას;

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურეობებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებში – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, "კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) მოცემული კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის თანახმად.

წარმოდგენილი ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე განისაზღვრება მოკლე სია და უმაღლესი შეფასების მქონე კონსულტანტებს სთხოვენ ტექნიკური და ფინანსური წინადადების წარმოდგენას.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2015 წლის 17 დეკემბრის 17:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: