პროექტები
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა

მონაკვეთის სიგრძე - 16.6 კმ.

დასრულებული პროექტი

აშენდა 2 ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა

ხელოვნური ნაგებობები:

6 ხიდი

2 სატრანსპორტო კვანძი (გზაგამტარი)

მშენებელი კომპანია - „China Road and Bridge Corporation“

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება - 87.8 მილიონი ლარი

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

ახალი გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. იმ სატრანსპორტო ნაკადმა, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლა წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან აკავშირებს.

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: