პროექტები
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა
საავტომობილო გზების დეპარტამენტში, E70 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი (ლოტი I) გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა, რის შემდეგაც ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება.
გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს.
ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლას.
გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით სამტრედია–გრიგოლეთის გზა, ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდება. რაც საშუალებას მოგვცემს სატრანსპორტო ნაკადმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს როგორც ფოთის გავლით, ასევე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით.
პროექტის განხორციელების ვადები 2018-2020 წლებია.
მონაკვეთის სიგრძე - 14.4 კმ.
დონორი: ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
აშენდა 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა
ხელოვნური ნაგებობები:
30 სახიდე გადასასვლელი
4 სატრანსპორტო კვანძი
წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები
ახალი საავტომობილო გზის მშენებლობით სრულად უზრუნველყოფილია მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლა.გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდა. რამაც საშუალება მოგვცა, სატრანსპორტო ნაკადმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს როგორც ფოთის გავლით, ასევე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით.
ინტერაქტიული რუკა
პროექტის მიმდინარეობა
23.01.2014
14.02.2014
14.02.2014
26.03.2026
01.04.2026
17.04.2026
17.04.2026
08.05.2026

