ჩუმათელეთი-არგვეთას გზა
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილი იყო 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავდა. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად იყო დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.6 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.
ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთერთი ურთულესი მონაკვეთი იყო. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესი იყო საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზებამ ხელი შეუწყო ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად იყო დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.6 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.
- ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია)
11.6 კმ. - ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა
17 ხიდი - საერთო სიგრძით 1.8 კმ.
3 გვირაბი - საერთო სიგრძით 2.7 კმ.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა მსოფლიო ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა (WB; EIB)
- ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია)
12.2 კმ. - ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა
36 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 8.3 კმ.
20 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 9.2 კმ
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა (ADB)
- უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია)
13 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა
27 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 6.2 კმ.
18 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 14 კმ.
უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა (EIB)
- შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია)
14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა
17 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 5.1 კმ.
10 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 7.7 კმ.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა (ADB)
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ვიდეო >>>>
ინტერაქტიული რუკა

