მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ
დონორი ADB - აზიის განვითარების ბანკი
ობიექტი დაყოფილი იყო 2 სამშენებლო მონაკვეთად - 2 ლოტად.
ლოტი 1 - ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულება 12,4 კმ და ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებული მიმართულება 1,3 კმ - სულ 13,7 კმ.
ლოტი 2 - ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12-კმ31 მონაკვეთი - 18.9 კმ.
აჭარის ზღვისპირა ქალაქებზე გამავალი, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამორჩეული E-70 ავტომაგისტრალი წლების მანძილზე დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს.
აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთო, რამაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყო ხელი.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა სენაკი-ფოთი-სარფის არსებული საავტომობილო გზის კმ61-დან დაიწყო და ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებთან დამთავრდა.
| ქობულეთის შემოვლითი გზა – ლოტი I |
მონაკვეთის სიგრძე - 13.7 კმ.
დონორი - აზიის განვითარების ბანკი (ADB)
2013 წელს ჩოლოქი-სარფის საავტომობილო გზის ახალი მიმართულების 12.4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. I-ლი ლოტის შემადგენელი ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებულ მიმართულებაზე კი 2.3 კმ-იანი მონაკვეთის 4 ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციის სამუშაოები გაგრძელდა.
აღნიშნულ 12,4 კმ–იან მონაკვეთზე დაიგო ასფალტ–ბეტონის საგზაო საფარი. მთავარ გზაზე აშენდა 14 სახიდე გადასასვლელი. მათ შორის: 3 საკვანძო გზაგამტარი, 13 წყალგამტარი მილი და 3 მიწისქვეშა გასასვლელი.
ხიდები:
ხიდი საწრეტ არხზე - 30 მ.
ხიდი მდ. ნატანებზე - 170 მ.
ხიდი მდ. ჩოლოქზე - 86 მ.
ხიდი მდ. შავღელეზე - 86 მ.
ხიდი მდ. ოჩხამურზე - 86 მ.
რკინიგზაზე გადასასვლელი ესტაკადა - 492 მ.
5 ხიდი (ვიადუკი) მშრალ ხევზე - 1164 მ.
გზაგამტარები:
სოფ. შეკვეთილი - 86 მ.
ნატანები-ქობულეთი - 86 მ.
ქობულეთი-ცეცხლაური - 86 მ.
პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2011წ.-01.06.2014წ.
სამშენებლო სამუშაოები შეასრულა კომპანია "SINOHYDRO-მ.
| ქობულეთის შემოვლითი გზა - ლოტი II |
მონაკვეთის სიგრძე - 18 კმ.
დონორი - აზიის განვითარების ბანკი (ADB)
ქობულეთის შემოვლითი გზის კმ. 12-კმ. 31 მონაკვეთზე განხორციელდა 18 კმ. ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 15 ხიდის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.
ხიდები:
მდ. აჭყვაზე - 127 მ.
მდ. კინტრიშზე - 127 მ.
მდ. კინკიშზე - 158 მ.
მდ. დეხვაზე #1 - 480 მ.
მდ. დეხვაზე #2 - 470 მ.
ხიდი-ვიადუკი (საჩინო) - 1180 მ.
ხიდი-ვიადუკი (ქვედა აჭყვა) - 480 მ.
ხიდი-ვიადუკი მდ. ჩაქვისწყალზე - 920 მ.
ხიდი-ვიადუკი (ჩაქვი) - 230 მ.
გზაგამტარები:
ქობულეთის კვანძი - 118 მ.
ხუცუბანის კვანძი - 32 მ.
კვირიკეს კვანძი - 59 მ.
შუაღელეს კვანძი - 32 მ.
ჩაქვი #1 კვანძი - 32 მ.
ჩაქვი #2 კვანძი - 32 მ.
ჩაქვის კვანძი - 63 მ.
გვირაბები:
გვირაბი #1 - 295 მ.
გვირაბი #2 - 169 მ.
სამშენებლო სამუშაოები შეასრულა კომპანია "SINOHYDRO“-მ.
ინტერაქტიული რუკა

