თავმჯდომარე და მოადგილეები

ლევან დარახველიძე

daraxvelidze

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე 2025 წლის მაისიდან 


2017-2021 წლებში მუშაობდა ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველები”-ის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე და იყო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველები”-ს წევრი; 2014-2021 წლებში იყო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი; 2014-2021 წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 2014-2017 წლებში იყო სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და იკავებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის პოზიციას.

2004-2014 წლებში იკავებდა შ.პ.ს ,,გოლბი”-ს  გენერალური  დირექტორის თანამდებობას; 2008 წლიდან იყო საქართველოს განათლებისა და პროფესიული სწავლების ფონდის წევრი; 1998-2004 წლებში იკავებდა შ.პ.ს. ,,პეანი”-ს  კომერციული  დირექტორის პოზიციას.

განათლება

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; ინჟინერი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ლევან დარახველიძე დაიბადა 1970 წლის 17 აგვისტოს, ქ. თბილისში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


დავით გეწაძე

davit getsadze

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2025 წლის ოქტომბრიდან


2011-2014 წლებში კერძო საპროექტო, საკონსულტაციო კომპანიაში ინჟინრის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2014 წლიდან დავით გეწაძე სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, მიღებულ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სადაც სპეციალისტის პოზიციაზე 2015 წელს იქნა დანიშნული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავით გეწაძე საპროექტო საქმიანობის მიმართულებით 2015 - 2017 წლებში სპეციალისტის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2017 წლიდან იგი ტექნკური სამდივნოს დირექციის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. 2018 წლის იანვრიდან ასრულებდა ტექნკური სამდივნოს დირექციის დირექტორის მოვალეობას. 2018 წლის აგვისტოდან დაინიშნა საპროექტო სამსახურის უფროსის მოადგილის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის) თანამდებობაზე; 2021 წლის ივლისიდან 2021 წლის ნოემბრამდე იყო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი). 2021-2025 წლებში იკავებდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას.

განათლება

2016-2021 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, დოქტორის აკადემიური ხარისხი საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა ხელოვნური ნაგებობების განხრით;

2014 - 2016 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, მაგისტრის აკადემიური ხარისხი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში;

2010 - 2014 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მშენებელი ინჟინერის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის მიმართულებით).

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები

დავით გეწაძეს გავლილი აქვს არაერთი სწავლება საგზაო-საინჟინრო სფეროში, მათ შორის: 

2020 წელს აშშ-ში,  ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტში იმყოფებოდა სპეციალური ამერიკული ბიზნეს სტაჟირების პროგრამაზე საგზაო მშენებლობაში (SABIT); 

2019 წელს ინდოეთში გაიარა სწავლების კურსი სეისმომედეგი ნაგებობების პროექტირებაზე; 

2018 წელს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით, იაპონიაში გაიარა სწავლება თემაზე: ,,საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა და სტიქიის საწინაამღდეგო ღონისძიებების გატარება“. 

დავით გეწაძე არის ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების ინჟინერიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი (IABSE - International Association for Bridge and Structural Engineering). 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

დავით გეწაძე დაიბადა 1992 წლის 21 აგვისტოს, ქ. თბილისში.


სალომე წურწუმია

7Q3A1328

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2021 წლის მარტიდან


2011 წლიდან, აქვს საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ბოლო 7 წელი მენეჯერულ პოზიციებზე. 2017 წლიდან ამ დრომდე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2015-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის, 2013-2015 წლებში -, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დავების სამმართველოს უფროსის, 2013 წელს -, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  დავების სამმართველოს კოორდინატორის, 2012-2013 წლებში -, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის, 2011-2012 წლებში -, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითრებისა და მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციებზე.  2011 წელს, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.

სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა

2020 წლიდან დღემდე, ევროპის უნივერსიტეტი - ასისტენტ-პროფესორი

2017 წლიდან დღემდე,  ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი

2020 წლიდან დღემდე, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა - მოწვეული ტრენერი

2016-2019 წლებში, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტისა და  კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის - მოწვეული ლექტორი

არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი.

2015-2018 წლებში, კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი 

განათლება

2022 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა - სამართლის დოქტორი

2012 წელს დაამთავრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა -  სამართლის მაგისტრი

2010 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით და მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

სალომე წურწუმია დაიბადა 1989 წლის 10 აპრილს, ქ.ზუგდიდში.


გიორგი ორმოცაძე

ormocadze

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2025 წლის მაისიდან


2021-2025 წლებში იკავებდა შპს „მაგნოლია“-ს დირექტორის პოზიციას და სამშენებლო კომპანია ,,ნიუ ჰაუსი''-ში იყო პროექტის მენეჯერი; 2018-2021 წლებში მუშაობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ქონების მართვის სამმართველოში.

2017-2018 წლებში, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველოს უფროსის,  საავტომობილო გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის და აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციებზე.

2014-2017 წლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იკავებდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციას; 2013-2014 წლებში იყო  აუდიტორული კომპანია "კაპტო ჯგუფი"-ს აუდიტორი; 2011-2013 წლებში მუშაობდა სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "ნიუ ჰაუსი"-ში ლოჯისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 2010-2011 წლებში უცხო ენების სასწავლო ცენტრში  "Arrow Club"-ში იყო გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი.

განათლება

ქართულ-ევროპული სასწავლო უნივერსიტეტი - ეკონომისტი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გიორგი ორმოცაძე დაიბადა 1989 წლის 17 სექტემბერს, ქ.თბილისში.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.


ჯემალ ზაბახიძე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2025 წლის ოქტომბრიდან


2023-2025 წლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში, საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტში, იკავებდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერის პოზიციას. 2023 წელს, კომპანია სს „ესკო-ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“-ში დაინიშნა გენერალური დირექტორის მრჩევლად. 2022-2023 წლებში,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იკავებდა საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას. 2020-2022 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, კერძოდ საქართველოს საელჩოში ავსტრიის რესპუბლიკაში, იკავებდა საკონსულო და ორმხრივი ურთიერთობების კონსულტანტის პოზიციას. 2016-2020 წლებში გავლილი აქვს სტაჟირება სს ,,საპარტნიორო ფონდში“, სსიპ ,,აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტში. იმავდროულად, 2023-2024 წლებში,  დასაქმებული იყო, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტებში,  პროექტის ასისტენტისა და პროექტის ოფიცრის პოზიციებზე.

განათლება 

2019 წელს, ბერლინი, გერმანია - დაამთავრა ბარდის ამერიკული უნივერსიტეტი - ბარდის კოლეჯი ბერლინში (Bard University):  საბაკალავრო  პროგრამა ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სოციალურ აზროვნებაში. მიენიჭა ეკონომიკის ექსპერტის კვალიფიკაცია (BA)

2020 წელს,  ვენა, ავსტრია - დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სამაგისტრო პროგრამა გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში. მიენიჭა გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსის კვალიფიკაცია (MA)

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები

2020 წელი, ქ. ბუდაპეშტი, უნგრეთი - გაიარა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალიზებული პროგრამა, მიენიჭა გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტის სერტიფიკატი

2023 წელი, თბილისი, საქართველო - CAREC, ADB - რეგიონალური სწავლების პროგრამა ტრენერებისთვის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების დაგეგმვის, მოლაპარაკებებისა და განხორციელების შესახებ, მიენიჭა წარმატებით დასრულების სერტიფიკატი

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ჯემალ ზაბახიძე დაიბადა 1997 წლის 01 ივლისს, ქ.თბილისში.


გიორგი გრიგალავა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2025 წლის ოქტომბრიდან 


2017-2018 წლებში, სსიპ სახელმწიფო სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში მუშაობდა შიდა აუდიტის და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტში, შიდა აუდიტის სამმართველოს სპეციალისტის პოზიციაზე. 2019-2020 წლებში, „დელტა“-ში, შიდა აუდიტის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტებში, იკავებდა შიდა აუდიტის სამმართველოს აუდიტორისა და მთავარი აუდიტორის პოზიციებს. 2020-2022 წლებში, „დელტა“-ში შიდა აუდიტის დეპარტამენტში იყო შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი. 2022-2025 წლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტში იკავებდა შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2025 წელს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში იყო შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

განათლება 

2020 წელს, დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა - ეკონომისტი.

2020 წლიდან დღემდე, კიევის საერთაშორისო ევროპული უნივერსიტეტის მაგისტრანტი - მენეჯმენტი და ბიზნენის ადმინისტრირება.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

გიორგი გრიგალავა დაიბადა 1997 წლის 14 ოქტომბერს, ქ.თბილისში. 

იურიდიულ–საკონსულტაციო ცენტრი შ.პ.ს. „ეი ფი ლეგალი“ პარტნიორი/დირექტორ

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: