საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სამტრედია–გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება
სამტრედია–გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება
04 ივნ, 2016 00:00:00

სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის,  8 სახიდე გადასასვლელისა და  27  ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას. 

ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლისა და  ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთზე მოძრაობა ზაფხულში გაიხსნება და  შესაძლებელი გახდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკევთის დასრულებულ 9 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი  ქალაქ სამტრედიას და  სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.  

პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მოინახულეს.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: