დასავლეთ საქართველოში გზების მოვლა- შენახვის სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს
დასავლეთ საქართველოში გზების მოვლა- შენახვის სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს
16 ივლ, 2026 11:33:26

მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ შორის დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს გზების მოვლა- შენახვით გათვალისწინებული სამუშოები.

მოვლა-შენახვის ფარგლებში ხორციელდება გზის სავალი ნაწილის ორმოული შეკეთება, კიუვეტების გაწმენდა, პრობლემურ ადგილებში ბეტონის კიუვეტების მოწყობა, უსაფრთხოების მიზნით საგზაო ნიშნების განახლება და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ასევე, ხორციელდება მაგისტრალური გზების დაგვა-დასუფთავება და ბალახის გათიბვა სპეციალური მანქანებით.

ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე, აქტიურად დაიწყო გზების მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: