ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზაზე მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება
ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზაზე მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება
03 ივნ, 2026 12:25:32

2026 წლის 4 და 5 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ჯაპანას სატრანსპორტო კვანძთან მისასვლელ გზაზე, კვანძის ჩამომსვლელ პანდუსსა და წრიულებზე სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება.

სამუშაოების შესრულების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიზღუდება მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე.

ტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე.

გარდა ამისა, შეზღუდვის პერიოდში დროებით დაიკეტება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზის, ჯაპანას, ნიგოითის, ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს შექმნილი დროებითი შეზღუდვის გამო ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ აღნიშნული ინფორმაცია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: