ლევან დარახველიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დარახველიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
06 მაი, 2026 10:56:46
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და მისი მოადგილეები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე ისაუბრეს საგზაო ინფრატქრუსტურის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ამ დროისთვის 16 პროექტი მიმდინარეობს, დამატებით 4 პროექტზე კი გამოცხადებულია ტენდერი.
ამასთანავე, მიმდინარე წელს დაგეგმილია 20-მდე სხვადასხვა პროექტის დაწყება. მათ შორის, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 8 სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ინტერაქტიული რუკა

