ქობულეთში სანაპირო ზოლის ნაპირის დაცვის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა
ქობულეთში სანაპირო ზოლის ნაპირის დაცვის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა
30 იან, 2026 14:14:42

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ ქობულეთში სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენის  სამუშაოების ჩასატარებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს წარეცხილი პლაჟის უბანზე, ზღვის სანაპირო ზოლში ინერტული მასალის ხელოვნურ საკომპენსაციო შეტანას, რაც პლაჟის რეაბილიტაციასა და სტაბილიზაციას უზრუნველყოფს.

აღნიშნული პროექტი სრულად დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი სავარაუდო ღირებულება 5 267 456  ლარს შეადგენს.

შესყიდვის ბმული >>>>

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: