არაგვის ხიდზე დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე, დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების ფარგლებში, ბეტონის ჩასხმა უკვე დასრულებულია. ბეტონის საჭირო მდგრადობის მიღებას (სრულ გამაგრებას) 10 დღე სჭირდება, რის შემდეგაც მოეწყობა ასფალტის საფარი და მოძრაობა სრულად აღდგება.
ამ ეტაპზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა ერთ ზოლზე ხორციელდება.
მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ალტერნატიული მარშრუტით: ზაჰესი – მცხეთა – კავთისხევი – გორი – სკრა – ქარელი – ოსიაური.
მნიშვნელოვანია, რომ არსებული ხიდის პარალელურად მიმდინარობს ახალი ხიდის მშენებლობის ინტენსიური სამუშაოები, რომლის ექსპლუატაციაში შეყვანა მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.
არაგვის ხიდი 1973 წელს არის აშენებული და პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია და დიდი დროით ჩაკეტვა, ალტერნატიული სამოძრაო გზის არქონის გამო, შეუძლებელია.
ინტერაქტიული რუკა

