თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
30 სექ, 2025 10:39:16

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე მიმდინარე რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ნაწილობრივი შეზღუდვით.

შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი-ზაჰესის მიმათულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება სოფელ ყარათაკლიადან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზების გავლით, საიდანაც სოფელ გამარჯვებაში უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზას, ხოლო ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა, სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე ხორციელდება მარჯვენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდება მარცხენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით.

აღნიშნული სამუშაოების წარმოების ვადად განსაზღვრული იყო 2025 წლის 28 სექტემბერი. თუმცა, სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო დადგენილ ვადაში და საჭიროა მისი გაგრძელება 2025 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: