ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრა გაიმართა
ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრა გაიმართა
24 სექ, 2025 18:55:41

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ასტანაში „ცენტრალური აზიის საავტომობილო გზების კონფერენციაში“ (CARC) მონაწილეობენ.

კონფერენციის ფარგლებში, ისინი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს მაკსატ კალიაკპაროვს და საავტომობილო გზების კომიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

მხარეებმა თავიანთ ქვეყნებში გზების მშენებლობაში დანერგილ ტექნოლოგიებზე, საავტომობილო გზების მართვის სისტემაზე, გზების მოვლა-შენახვაზე, მდგრადობაზე, სატრანზიტო ტვირთბრუნვაზე და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: