ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენისა და გაუმჯობესების პროექტირების ტენდერი გამოცხადდა
ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენისა და გაუმჯობესების პროექტირების ტენდერი გამოცხადდა
22 აგვ, 2025 18:04:37

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენისა და გაუმჯობესების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

მომსახურების შესყიდვის პროცესი განხორციელდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების მიხედვით, ხოლო მომსახურების ვადა 10 თვეს შეადგენს.

პროექტი დაყოფილია ოთხ ნაწილად და მოიცავს შემდეგ მონაკვეთებს: თბილისი–ზესტაფონი (არგვეთა); ზესტაფონი (არგვეთა)–ქუთაისი–სამტრედია; სამტრედია–გრიგოლეთი, გრიგოლეთი–ქობულეთი და ბათუმის შემოვლითი გზა; თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საერთაშორისო მაგისტრალი.

საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში შესრულდება კვლევები და მოხდება იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია ლანდშაფტის აღდგენა და გაუმჯობესება. შემდეგ ეტაპზე მომზადდება დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

კონსულტანტის ვალდებულებები მოიცავს: ფუნქციური, ესთეტიური და ეკოლოგიურად მდგრადი ლანდშაფტური დიზაინის შემუშავებას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; გზების მიმდებარე გარემოს ვიზუალური ხაზის გაუმჯობესებასა და ეკოსისტემის ინტეგრაციას; უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ნორმების დაცვას; ხმაურის დონის შემცირების, ფერდობების სტაბილიზაციის, ქარსაფარი ზოლების მოწყობისა და წყალამრიდების სისტემების გაუმჯობესების უზრუნველყოფას.

ტენდერის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენაზე ბმულებზე:

>>>>

>>>>

>>>>

>>>>

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: