გრიგოლეთი-ქობულეთის 3 კმ-იანი მონაკვეთის და სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება
გრიგოლეთი-ქობულეთის 3 კმ-იანი მონაკვეთის და სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება
11 მაი, 2025 12:58:44
ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარეობას და გამოწვევებს გურიის მხარეშიც გაეცნო.
გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილია 3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები.
გრძელდება სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 12 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის მშენებლობას. ამ ეტაპზე, ყრილის, ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა მიმდინარეობს.
ინტერაქტიული რუკა

