რიკოთის ძველი გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
რიკოთის ძველი გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
19 ივნ, 2024 11:51:29
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (რიკოთის ძველი გზა) კმ159-კმ184 მონაკვეთის (ვერტყვიჭალა-ძირულას ტერიტორია) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო განახლებული ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე გვერდულები, ხელოვნური ნაგებობები, ლითონის ზღუდარები, შეიცვალა საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 13.4 მილიონი ლარი შეადგინა.
ინტერაქტიული რუკა

